ge en
კონტაქტი

დაგვიკავშირდით

2470000

სამუშაო საათები:

ორშაბათი - პარასკევი

09:00 am - 18:00 pm
შეკვეთა
შეკვეთა

ან დაგვიკავშირდით

+99532 2470000

ქოლ ცენტრი

ღრუბლოვანი სატელეფონო გადაწყვეტილებები

ქოლ ცენტრი

 

სრულყოფილი ფუნქციებით აღჭურვილი ქოლ ცენტრი საშუალებას გაძლევთ მინიმალური დანახარჯით ეფექტურად მართოთ ზარების ნაკადი, გააერთიანოთ ტერიტორიულად დაშორებული ფილიალები ერთი ნომრის ქვეშ, მინიმუმამდე დაიყვანოთ დაკარგული ზარების რაოდენობა  და დროულად დააკმაყოფილოთ მომხმარებლის მოთხოვნები.

  • დისტანციური ოფისების მოწყობა და მართვა
  • დამატებითი მოდულების ინსტალაცია
  • ინტეგრაცია CRM და ERP პროგრამებთან
უფასო პროექტირება
თქვენს ბიზნეს მოთხოვნებზე მორგებული სისტემის პროექტირება
სწრაფი ინსტალაცია
მრავალფუნქციური სატელეფონო სისტემის სწრაფი ინსტალაცია
სერვისი 24/7
პერსონალური მენეჯერისა და ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფა

საუბრების ჩაწერა და
მონიტორინგი 24/7

  

საუბრების ჩაწერა და ჩანაწერების ძიების მოქნილი მექანიზმი დაგეხმარებათ გააუმჯობესოთ სატელეფონო მომსახურების ხარისხი და მარტივად გადაჭრათ სადაო საკითხები.

ინტერაქტიული
ხმოვანი მენიუ IVR

  

ხმოვანი ასისტენტის მეშვეობით მიაწოდეთ მომხმარებელს უახლესი ინფორმაცია კომპანიის აქციების, სიახლეებისა და ფასდაკლებების შესახებ.

სტატისტიკა და რეპორტები

 

სტატისტიკური ინფორმაცია დაგეხმარებათ შეაფასოთ თქვენი ქოლ ცენტრის მუშაობის ეფექტურობა და მომხმარებელთან კომუნიკაციის ხარისხი. შედეგად მოემსახურებით მეტ მომხმარებელს ნაკლებ დროში.

  • გრაფიკული და პროცენტული მაჩვენებლები
  • ოპერატორების აქტივობის სტატისტიკა
  • მოლოდინის საშუალო დროის ანალიზი
იხილეთ სრული აღწერა

ოპერატორების სამართავი სისტემა

 

ოპერატორების სამართავი სისტემა აქტიური ზარების მონიტორინგისთვის განკუთვნილი პროგრამაა, რომელიც დაგეხმარებათ:

  • აკონტროლოთ ოპერატორების მომსახურების ხარისხი
  • აწარმოოთ აქტიური ზარების მონიტორინგი ონლაინ რეჟიმში
  • მოისმინოთ ოპერატორების საუბრები ზარის მიმდინარეობისას
იხილეთ სრული აღწერა

სატელეფონო სარეკლამო კამპანიები

 

ავტოინფორმატორით შეძლებთ ათასობით მომხმარებელს სატელეფონო ზარისა და აუდიო ჩანაწერების მეშვეობით დროის მოკლე პერიოდში მიაწოდოთ ინფორმაცია დაგეგმილი სამუშაოების, მიმდინარე აქციებისა ან/და ჩამოსული ამანათების შესახებ.

ავტოინფორმატორი დაგეხმარებათ:

  • დაზოგოთ დრო, თანხები და ადამიანური რესურსი
  • ავტომატურ რეჟიმში დაუკავშირდეთ ათასობით მომხმარებელს
  • მიიღოთ დეტალური ანგარიში განხორციელებულ ზარებზე
იხილეთ სრული აღწერა
ქოლ ცენტრისა და CRM/ERP ინტეგრაცია

სისტემის ინტეგრაცია

ნებისმიერი კომპანია, რომელიც უკვე იყენებს CRM ან ERP პროგრამას, საჭიროებს ამ სისტემებთან სატელეფონო ქოლ ცენტრის სინქრონიზაციას.

დამრეკის იდენტიფიცირება

ქოლ ცენტრის სისტემისა და CRM/ERP-ს ინტეგრაციის შედეგად შეძლებთ მომხმარებლების იდენტიფიცირებას დამრეკი ნომრის მიხედვით.

მომხმარებლის პროფილი

CRM/ERP პროგრამაში შესაძლებელია მომხმარებლის პროფილის შექმნა, სადაც ნახავთ მის მიერ და მასთან განხორციელებულ შემომავალ და გამავალ ზარებს, საუბრების ჩანაწერებს და კომპანიის პროფილზე მორგებულ ინფორმაციას.

ზარების ისტორია

თითოეული მომხმარებლის შეკვეთას ახლავს შესაბამისი ზარებისა და საუბრების ჩანაწერების ისტორია, რაც საგრძნობლად აადვილებს მომხმარებელთან კომუნიკაციას და აუმჯობესებს მომსახურების ხარისხს.

გაუმჯობესებული მომსახურება

ქოლ ცენტრისა და CRM/ERP სისტემების ინტეგრაციის შედეგად გააუმჯობესებთ არა მხოლოდ სატელეფონო მომსახურებას და კლიენტებთან ურთიერთობას, არამედ მთლიან შიდა კორპორაციულ სტრუქტურას და აღრიცხვიანობას.

დაგვირეკეთ (032) 247 00 00