საოფისე IP PBX
ბიზნესზე მორგებული გადაწყვეტილება
თანამედროვე საოფისე სატელეფონო სისტემა, რომელიც მოიცავს კომპანიის პროფილზე მორგებად სატელეფონო და ქოლცენტრის ფუნქციების ერთობლიობას. IP PBX-ის საშუალებით იქმნება კომპანიის ფილიალების დამაკავშირებელი შიდა უფასო სატელეფონო ქსელი. სისტემა შემომავალ ზარებს წინასწარ განსაზღვრული წესით შესაბამის ოპერატორებთან ანაწილებს.
- შემომავალი ზარების ეფექტური მართვა
- მარტივი შიდა და გარე კომუნიკაცია
- ოპერატორების სამართავი სისტემა
- მინიმალური დანახარჯი
გარდა სტანდარტული, თანამედროვე სატელეფონო ფუნქციებისა, IP PBX-ის ინტეგრაცია შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის პროგრამებთან, რაც კიდევ უფრო ამარტივებს მენეჯმენტისა და გაყიდვების პროცესს, იძლევა მონიტორინგისა და რეპორტინგის საშუალებას.
ინტეგრაციის პროცესი კი არაა გაწელილი დროსა და ხარჯებში.
- ინტეგრაცია CRM და ERP პროგრამებთან
- სტატისტიკა და ანალიტიკა
- სისტემის უფასო პროექტირება
ვებ პორტალის მეშვეობით შესაძლებელია მომხმარებელმა მიიღოს ზარების დეტალური ამონაწერი ნებისმიერ დროს. აკონტროლოს შემომავალი, გამავალი და გამოტოვებული ზარები.
ამ ფუნქციის გააქტიურებით შესაძლებელია ყველა შემომავალი და გამავალი ზარების საუბრების ჩაწერა; საჭიროების შემთხვევაში ონლაინ რეჟიმში მოსმენა ან გადმოწერა. ჩანაწერების ძიება შესაძლებელია ზარის ინიციატორის, ზარის ადრესატის და დროის მიხედვით.
სატელეფონო სისტემაში ჩართულ თანამშრომელს ენიჭება 3 ან 4 ნიშნა ნომერი, რომელიც ამარტივებს შიდა კომუნიკაციას. სისტემაში შეიძლება გაერთიანდეს გეოგრაფიულად დაშორებული ფილიალები, მათ შორის საზღვარგარეთ არსებული ოფისები, რაც მნიშნვნელოვნად დაზოგავს სატელეფონო ხარჯებს და საშუალებას მოგცემთ იმუშაოთ ერთი ოფისის პრინციპით.
ოპერატორების ჯგუფების შექმნის შემთხვევაში შესაძლებელია შემომავალი ზარის მიღება წინასწარ განსაზღვრული თანმიმდევრობით ან ჯგუფის ყველა წევრის ნომერზე დარეკვით.
ამ ფუნქციით შეგიძლიათ თქვენს ნომერზე შემოსული ნებისმიერი ზარის გადამისამართება მობილური ოპერატორის, ქალაქისა თუ საზღვარგარეთის ნომრებზე. გადამისამართება შესაძლებელია წინასწარ განსაზღვრული სქემით: ზარის პირდაპირი გადამისამართება, ხაზის დაკავების შემთხვევაში ან უპასუხო ზარის შემთხვევაში.
ზარის მარშრუტიზაცია შესაძლებლობას იძლევა მართოთ შემომავალი ზარების ნაკადი თქვენი ბიზნეს საჭიროებებისა და საქმიანობის მიხედვით. გაანაწილოთ ზარები ოპერატორებს შორის შერჩევითი ან წინასწარ გაწერილი ალგორითმების მიხედვით.
ეს ფუნქცია ამცირებს უპასუხო ზარების რაოდენობას. თუ ყველა ოპერატორი დაკავებულია ან ზარს არავინ პასუხობს, სისტემა რიგში აყენებს მომხმარებელს და ატყობინებს მას რიგითობას და სავარაუდო მოლოდინის დროს.
შესაძლებელია ლოდინის მაქსიმალური დროის ან რიგში მყოფი აბონენტების რაოდენობის შეზღუდვა.
აქტიური ზარების მონიტორინგი საშუალებას გაძლევთ რეალურ დროში მიიღოთ ინფორმაცია მიმდინარე ზარების, ოპერატორების სტატუსებისა და მოლოდინში მყოფი ზარების შესახებ.
ინტერაქტიული ხმოვანი მენიუ ავტომატურ რეჟიმში დაამუშავებს შემომავალ ზარებს და დაგეხმარებათ სწორად მართოთ მომხმარებელთან კომუნიკაცია.
მენიუს შემადგენელი ნაწილია აუდიო ჩანაწერები და სცენარები, რომლებიც მომხმარებელს მიაწოდებს სასურველ ინფორმაციას ან დააკავშირებს შესაბამის ფილიალთან და დეპარტამენტთან.
ინტერაქტიული ხმოვანი მენიუ უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ ზარების განაწილების მექანიზმი. იგი დაგეხმარებათ დახვეწოთ კომპანიის შიდა სტრუქტურა. შედეგად კი აამაღლოთ მომსახურების დონე და შეამციროთ ხარჯები.
დაგვიკავშირდით
კითხვები გაქვთ? დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ