Jobs at Geonet
IT სპეციალისტი
15 ნოემბერი 2017
საკომუნიკაციო კომპანია ”ჯეონეთი” აცხადებს კონკურს IT სპეციალისტის თანამდებობაზე.
რას გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- ოფისის მოხერხებული ადგილმდებარეობა
- მშვიდი და კომფორტული სამუშაო გარემო
- სამუშაო საათები - 9:00-დან 6:00-მდე (შესვენება 1 საათი)
- სამუშაო დღეები - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
- გამოსაცდელი პერიოდი - 2 თვე, ანაზღაურებადი
- ანაზღაურება 500 ლარი + ბონუსი განხორციელებული პროექტებიდან
- ჯეონეთი გაძლევთ პროფესიული ზრდის საშუალებას და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის ასპარეზს.
მოვალეობები
- VoIP და ქსელური აპარატურის ინსტალაცია
- VoIP სატელეფონო მომსახურების აბონენტების Trouble shooting (სატელეფონო, წერილობით და ადგილზე გამოძახებით)
- კლიენტების ქსელური და სატელეფონო ინფრატრუქტურის შესწავლა (არსებული ქსელის ტოპოლოგია, ინტერნეტ და სატელეფონო სისტემების/აპარატურის მოდელებისა და რაოდენობის აღწერა)
- ინსტალაციის შემდგომ აბონენტებისთვის IP ტელეფონების ფუნქციების და სარგებლობის წესების გაცნობა
- შესრულებული სამუშაოს დეტალური ანგარიშის მომზადება
მოთხოვნები
- ტექნიკური განათლება (სასურველია კომპიუტერულ მეცნიერებათა განხრით)
- Windows, ტიპის ოპერაციული სისტემების დაყენებისა და მოვლის გამოცდილება; პერიფერიული მოწყობილობები
- ქსელების საფუძვლების ცოდნა
- ენების ფლობა: ქართული სრულყოფილად, რუსული და ინგლისურის კარგი ცოდნა.
- შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელურობა
- უპირატესობად ჩაითვლება VoIP ტექნოლოგიების მუშაობის პრინციპის ცოდნა და Linux ოპერაციულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
- კანდიდატი უნდა ერკვეოდეს თანამედროვე ტექნოლოგიებში და დაინტერესებული იყოს საკომუნიკაციო სფეროში მიმდინარე მოვლენებით
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე info@geonet.ge და აუცილებლად მიუთითოთ წერილის სათაურში თქვენთვის სასურველი ვაკანსიის დასახელება.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 15 ნოემბერი.