Facebook Page Administrator
22 February 2018
საკომუნიკაციო კომპანია ”ჯეონეთი” ეძებს Facebook გვერდის ადმინისტრატორს თავისუფალი გრაფიკით.
მოვალეობები
- სოციალური პლატფორმების Facebook და LinkedIn მართვა
- Facebook გვერდისთვის პოსტების მოფიქრება, შექმნა და განთავსება
- Facebook გვერდის პოსტებისთვის გრაფიკული მასალის მოძიება, შექმნა, დამუშავება
- Facebook გვერდის პრომო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება
- Facebook გვერდის სტატისტიკის წარმოება, ანალიზი და რეპორტინგი
- Facebook პოსტების გამოხმაურებების პასუხი, მოდერირება და მონიტორინგი
მოთხოვნები
- Facebook გვერდის მართვის გამოცდილება
- სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- წერილობითი კომუნიკაციის დახვეწილი უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე
- გრაფიკული პროგრამების ცოდნა, Adobe Photoshop ან სხვა
- ვებ სტანდარტების, თანამედროვე ვებ ტექნოლოგიებისა და მისი ტენდენციების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
- ტელეკომუნიკაციისა და ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე სიახლეებისა და ტენდენციების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
დაინტერესებულმა პირებმა 11 მარტამდე გამოგზავნეთ:
- თქვენი ფოტოსურათიანი CV - vacancy@geonet.ge -ზე
- წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება
- წერილს დაურთეთ Facebook გვერდებისა და პოსტების პორტფოლიო, ასეთის არსებობის შემთხვევაში
- ასევე წერილს დაურთეთ ჯეონეთის Facebook გვერდისთვის დამზადებული 3 სამაგალითო Facebook პოსტი, რომელიც შეიცავს როგორც ტექსტურ ასევე გრაფიკულ მასალას