ge en
Contact

Contact us

+99532 2470000

Working hours:

Monday - Friday

09:00 am - 18:00 pm
Order
Order

or contact us

+99532 2470000

Project მენეჯერი

 

1 ნოემბერი 2018



საკომუნიკაციო კომპანია ”ჯეონეთი” ეძებს Project მენეჯერს.



რას გთავაზობთ

 

  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • ოფისის მოხერხებული ადგილმდებარეობა
  • მშვიდი და კომფორტული სამუშაო გარემო
  • სამუშაო საათები - 09:00-დან 18:00-მდე (შესვენება 1 საათი)
  • სამუშაო დღეები - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
  • გამოსაცდელი პერიოდი - 3 თვე, ანაზღაურებადი

 

მოვალეობები

 

  • თანამდებობის მიზანია არსებული გაყიდვების შენარჩუნება და ახალი კლიენტების მოზიდვა.
  • სამიზნე ბაზრის იდენტიფიკაცია და შესაბამისი ბაზების წარმოება, განახლება.
  • პოტენციურ კლიენტებთან დაკავშირება სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების გამოყენებით და შეთავაზების გაკეთება.
  • პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია, მათი მოთხოვნების დამუშავება და პასუხის გაცემა.
  • ანგარიშის მომზადება განხორციელებულ აქტივობებზე და შედეგებზე.
  • ინფორმაციის აღრიცხვა CRM სისტემაში.
  • ელექტრონული და ბეჭდური პროდუქციის მომზადების ორგანიზება.
  • ბაზარზე არსებული მოთხოვნებისა და ტენდენციების ამოცნობა, კონკურენტების ანალიზი.
  • არსებული აბონენტებისთვის ახალი პროდუქტების შეთავაზება.

 

მოთხოვნები

 

  • კანდიდატი უნდა ერკვეოდეს თანამედროვე ტექნოლოგიებში და დაინტერესებული იყოს საკომუნიკაციო სფეროში მიმდინარე მოვლენებით
  • კარგი წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენაზე
  • კვალიფიკაცია ბიზნესის ადმინისტრირებასა და მენეჯმენტში ჩაითვლება უპირატესობად
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • Excel, Word, Outlook, PowerPoint პროგრამების ცოდნა
  • CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • დაგეგმვის და ორგანიზების კარგი უნარები

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი ფოტოსურათიანი CV - vacancy@geonet.ge -ზე.