ღრუბლოვანი PBX
ვირტუალური სატელეფონო სისტემა
თანამედროვე ფუნქციებით აღჭურვილი ვირტუალური PBX მინიმალური დანახარჯით მოგიწესრიგებთ შიდა კორპორაციულ კომუნიკაციას და გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს. არ საჭიროებს ძვირადღირებული სატელეფონო სადგურის და მოწყობილობების შეძენას, ინსტალაციას და შემდგომ მოვლას.
- მრავალენოვანი ხმოვანი მისალმება (IVR)
- საუბრების ჩაწერა
- ზარების სრული მონიტორინგი
- ოფისების გაერთიანება ერთ ქსელში
მარტივად გადაჭერით სადაო საკითხები და გააუმჯობესეთ სატელეფონო მომსახურების ხარისხი.
არ დაკარგოთ ზარებისისტემის ოპტიმიზაციისა და რეპორტინგის მეშვეობით მინიმუმამდე დაიყვანეთ დაკარგული ზარები.
დაზოგეთ ხარჯები და გაამარტივეთ კომუნიკაცია მომხმარებელსა და თანამშრომლებს შორის მთელი მსოფლიოს მაშტაბით.
სტატისტიკური ინფორმაცია დაგეხმარებათ შეაფასოთ თქვენი ქოლ ცენტრის მუშაობის ეფექტურობა და მომხარებელთან კომუნიკაციის ხარისხი. შედეგად მოემსახურებით მეტ მომხმარებელს ნაკლებ დროში.
- გრაფიკული და პროცენტული მაჩვენებლები
- ოპერატორების აქტივობის სტატისტიკა
- მოლოდინის საშუალო დროის ანალიზი
იხილეთ სრული აღწერა
კონტაქტი
მინიმალი
სტანდარტი
პრემიუმი
პრემიუმ +
IP ტელეფონების ფართო არჩევანი
წამყვანი მწარმოებლების პროდუქცია - Grandstream, Yealink, Uniquity და Cisco.
ამ ფუნქციის გააქტიურებით შესაძლებელია ყველა შემომავალი და გამავალი ზარების საუბრების ჩაწერა; საჭიროების შემთხვევაში ონლაინ რეჟიმში მოსმენა ან გადმოწერა. ჩანაწერების ძიება შესაძლებელია ზარის ინიციატორის, ზარის ადრესატის და დროის მიხედვით.
ინტერაქტიული ხმოვანი მენიუ ავტომატურ რეჟიმში დაამუშავებს შემომავალ ზარებს და დაგეხმარებათ სწორად მართოთ მომხმარებელთან კომუნიკაცია.
მენიუს შემადგენელი ნაწილია აუდიო ჩანაწერები და სცენარები, რომლებიც მომხმარებელს მიაწოდებს სასურველ ინფორმაციას ან დააკავშირებს შესაბამის ფილიალთან და დეპარტამენტთან.
ინტერაქტიული ხმოვანი მენიუ უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ ზარების განაწილების მექანიზმი. იგი დაგეხმარებათ დახვეწოთ კომპანიის შიდა სტრუქტურა. შედეგად კი აამაღლოთ მომსახურების დონე და შეამციროთ ხარჯები.
ეს ფუნქცია ამცირებს უპასუხო ზარების რაოდენობას. თუ ყველა ოპერატორი დაკავებულია ან ზარს არავინ პასუხობს, სისტემა რიგში აყენებს მომხმარებელს და ატყობინებს მას რიგითობას და სავარაუდო მოლოდინის დროს.
შესაძლებელია ლოდინის მაქსიმალური დროის ან რიგში მყოფი აბონენტების რაოდენობის შეზღუდვა.
ზარის მარშრუტიზაცია შესაძლებლობას იძლევა მართოთ შემომავალი ზარების ნაკადი თქვენი ბიზნეს საჭიროებებისა და საქმიანობის მიხედვით. გაანაწილოთ ზარები ოპერატორებს შორის შერჩევითი ან წინასწარ გაწერილი ალგორითმების მიხედვით.
ამ ფუნქციით შეგიძლიათ თქვენს ნომერზე შემოსული ნებისმიერი ზარის გადამისამართება მობილური ოპერატორის, ქალაქისა თუ საზღვარგარეთის ნომრებზე. გადამისამართება შესაძლებელია წინასწარ განსაზღვრული სქემით: ზარის პირდაპირი გადამისამართება, ხაზის დაკავების შემთხვევაში ან უპასუხო ზარის შემთხვევაში.
ვებ პორტალის მეშვეობით შესაძლებელია მომხმარებელმა მიიღოს ზარების დეტალური ამონაწერი ნებისმიერ დროს. აკონტროლოს შემომავალი, გამავალი და გამოტოვებული ზარები.
სატელეფონო სისტემაში ჩართულ თანამშრომელს ენიჭება 3 ან 4 ნიშნა ნომერი, რომელიც ამარტივებს შიდა კომუნიკაციას. სისტემაში შეიძლება გაერთიანდეს გეოგრაფიულად დაშორებული ფილიალები, მათ შორის საზღვარგარეთ არსებული ოფისები, რაც მნიშნვნელოვნად დაზოგავს სატელეფონო ხარჯებს და საშუალებას მოგცემთ იმუშაოთ ერთი ოფისის პრინციპით.
ოპერატორების ჯგუფების შექმნის შემთხვევაში შესაძლებელია შემომავალი ზარის მიღება წინასწარ განსაზღვრული თანმიმდევრობით ან ჯგუფის ყველა წევრის ნომერზე დარეკვით.
აქტიური ზარების მონიტორინგი საშუალებას გაძლევთ რეალურ დროში მიიღოთ ინფორმაცია მიმდინარე ზარების, ოპერატორების სტატუსებისა და მოლოდინში მყოფი ზარების შესახებ.
დაგვიკავშირდით
კითხვები გაქვთ? დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ