პროექტ მენეჯერი
12 ნოემბერი 2018
საკომუნიკაციო კომპანია ”ჯეონეთი” ეძებს პროექტ მენეჯერს.
რას გთავაზობთ
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- მშვიდი და კომფორტული სამუშაო გარემო
- სამუშაო საათები - 09:00-დან 18:00-მდე (შესვენება 1 საათი)
- სამუშაო დღეები - ორშაბათი - პარასკევი
- გამოსაცდელი პერიოდი - 3 თვე ანაზღაურებადი
- ანაზღაურება ფიქსირებული + ბონუსი პროექტებიდან
მოვალეობები
- სამიზნე ორგანიზაციებზე მონაცემთა ბაზების შედგენა და ინფორმაციის აღრიცხვა შიდა მართვის ERP სისტემაში
- ორგანიზაციებთან კომუნიკაცია და მათი მოთხოვნების შესაბამისად პროექტების მომზადება
- პროექტების მსვლელობის კოორდინირება/მეთვალყურეობა დაწყებიდან დასრულებამდე
- კვირაში ერთჯერ ანგარიშის მომზადება განხორციელებულ აქტივობებზე და შედეგებზე
- საკომუნიკაციო ბაზარზე არსებული მოთხოვნებისა და ტენდენციების მუდმივი შესწავლა
მოთხოვნები
- კანდიდატი უნდა ერკვეოდეს თანამედროვე ტექნოლოგიებში და დაინტერესებული იყოს საკომუნიკაციო სფეროში მიმდინარე მოვლენებით
- კარგი წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე
- Excel, Word, Outlook, PowerPoint პროგრამების ცოდნა
- აზრის გასაგებად გადმოცემის უნარი, როგორც ვერბალურად ასევე წერილობით
- დროის მართვის, საქმიანობის დაგეგმვის და ორგანიზების კარგი უნარი
უპირატესობად ჩაითვლება
- კვალიფიკაცია ბიზნესის ადმინისტრირებასა და მენეჯმენტში
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 1+ წლიანი გამოცდილება
- CRM/ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი ფოტოსურათიანი CV - hr@geonet.ge -ზე.