ge en
კონტაქტი

დაგვიკავშირდით

2470000

სამუშაო საათები:

ორშაბათი - პარასკევი

09:00 am - 18:00 pm
შეკვეთა
შეკვეთა

ან დაგვიკავშირდით

+99532 2470000

პროექტ მენეჯერი

 

12 ნოემბერი 2018



საკომუნიკაციო კომპანია ”ჯეონეთი” ეძებს პროექტ მენეჯერს.



რას გთავაზობთ

 

  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • მშვიდი და კომფორტული სამუშაო გარემო
  • სამუშაო საათები - 09:00-დან 18:00-მდე (შესვენება 1 საათი)
  • სამუშაო დღეები - ორშაბათი - პარასკევი
  • გამოსაცდელი პერიოდი - 3 თვე ანაზღაურებადი
  • ანაზღაურება ფიქსირებული + ბონუსი პროექტებიდან

 

მოვალეობები

 

  • სამიზნე ორგანიზაციებზე მონაცემთა ბაზების შედგენა და ინფორმაციის აღრიცხვა შიდა მართვის ERP სისტემაში
  • ორგანიზაციებთან კომუნიკაცია და მათი მოთხოვნების შესაბამისად პროექტების მომზადება
  • პროექტების მსვლელობის კოორდინირება/მეთვალყურეობა დაწყებიდან დასრულებამდე
  • კვირაში ერთჯერ ანგარიშის მომზადება განხორციელებულ აქტივობებზე და შედეგებზე
  • საკომუნიკაციო ბაზარზე არსებული მოთხოვნებისა და ტენდენციების მუდმივი შესწავლა

 

მოთხოვნები

 

  • კანდიდატი უნდა ერკვეოდეს თანამედროვე ტექნოლოგიებში და დაინტერესებული იყოს საკომუნიკაციო სფეროში მიმდინარე მოვლენებით
  • კარგი წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე
  • Excel, Word, Outlook, PowerPoint პროგრამების ცოდნა
  • აზრის გასაგებად გადმოცემის უნარი, როგორც ვერბალურად ასევე წერილობით
  • დროის მართვის, საქმიანობის დაგეგმვის და ორგანიზების კარგი უნარი

 

უპირატესობად ჩაითვლება

 

  • კვალიფიკაცია ბიზნესის ადმინისტრირებასა და მენეჯმენტში
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 1+ წლიანი გამოცდილება
  • CRM/ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი ფოტოსურათიანი CV - hr@geonet.ge -ზე.