პრეტენზიის/საჩივრის განხილვის წესები და პირობები
თუ თვლით, რომ დაირღვა თქვენი, როგორც მომხმარებლის უფლება, შეგიძლიათ მოგვმართოთ ზეპირი ან წერილობითი პრეტენზიით (საჩივრით).
თქვენი საჩივარი განხილულ იქნება ჩენი კომპანიის შესაბამისი განყოფილების მიერ და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ გეცნობებათ 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
იმისათვის, რომ მოხდეს თქვენი საჩივრის განხილვა, აუცილებელია მასში დაფიქსირებული იყოს:
- საჩივრის წარმდგენის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, საკონტაქტო ნომერი ან ელ. ფოსტის მისამართი და თარიღი
- სააბონენტო ნომრის მფლობელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, იურიდიული პირის შემთხვევაში ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
- სააბონენტო ნომერი
- მოთხოვნის/პრეტენზიის შინაარსი
- გარემოება, რომელთაც ეფუძნება მოთხოვნა
საჩივრის გამოგზავნა შეგიძლიათ როგორც ელექტრონულად - complaints@geonet.ge
ასევე, ჯეონეთის ოფისში წარდგენით ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 11:00-დან 17:00 საათამდე მისამართზე: ქ.თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 41, მე-4 სართული.
ზეპირი პრეტენზიის რეგისტრაცია შესაძლებელია ცხელ ხაზზე დარეკვით.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: +995322470000
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლისთვის მიუღებელია კომპანიის გადაწყვეტილება, მას შეუძლია მიმართოს კომუნიკაციების კომისიასთან არსებულ მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს ნომერზე +995322399505, ან ელ. ფოსტაზე: defender@comcom.ge.