ოპერატორების სამართავი სისტემა
ზარების ონლაინ მონიტორინგი
ოპერატორების სამართავი სისტემა აქტიური ზარების მონიტორინგისთვის განკუთვნილი პროგრამაა, რომელიც დაგეხმარებათ ქოლ ცენტრის სამუშაო პროცესების რეალურად შეფასებაში. ოპერატორების სამართავი სისტემა საშუალებას გაძლევთ, აწარმოოთ აქტიური ზარების მონიტორინგი ონლაინ რეჟიმში, მოისმინოთ ოპერატორების საუბრები ზარის მიმდინარეობის დროს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ჩაერთოთ საუბარში და მისცეთ ოპერატორებს შესაბამისი ინსტრუქცია.
- მარტივი ინტერფეისი
- სამუშაო პროცესის ონლაინ მონიტორინგი
- კონტაქტების ბაზა
კონტაქტების
სია
აქტიური ზარების კონტროლი
სერვისის
მონიტორინგი
კმაყოფილი
მომხმარებელი
რაში დაგეხმარებათ ოპერატორების სამართავი სისტემა
ოპერატორების სამართავი სისტემა განკუთვნილია საშუალო და მსხვილი ქოლ ცენტრისა და კონტაქტ ცენტრის მენეჯერებისთვის. მისი მარტივი ინტერფეისის დახმარებით შესაძლებელია:
- აკონტროლოთ ოპერატორებისა და გაყიდვების აგენტების მომსახურების ხარისხი აქტიური სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას
- აწარმოოთ აქტიური ზარების მონიტორინგი რეალურ დროში
- მარტივად გადაამისამართოთ ზარები
მარტივად სამართავი ინტერფეისის საშუალებით გაყიდვების აგენტის ან ქოლ ცენტრის ოპერატორის ტრენინგისთვის შესაძლებელია მიმდინარე ზარში ჩართვა, დიალოგის მოსმენა და საჭიროების შემთხვევაში მომსახურე ოპერატორისთვის მითითებების მიცემა ისე, რომ მომხმარებელმა ვერ გაიგოს თქვენი ხმა.
დაგვიკავშირდით
კითხვები გაქვთ? დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ