ავტომატური სატელეფონო კავშირი საუკეთესო გადაწყვეტილებაა იმ კომპანიებისთვის, რომლის თანამშრომლებს სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე მომხარებლებთან დაკავშირება ოფისს გარეთ გარედან უწევთ, ხოლო კომპანიას სურს ეს კომუნიკაცია კორპორაციული ნომრით განხორციელდეს. ავტომატური სატელეფონო კავშირი დაგეხმარებათ სერვისის გაუმჯობესებასა და სატელეფონო მომსახურების გამარტივებაში. აღნიშნული სერვისი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საკურიერო და საფოსტო მომსახურების სფეროში.
- კავშირი ქოლ ცენტრის ნომრიდან
- საუბრების ჩაწერა
- მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება
კავშირი ოფისის ნომრიდან
სატელეფონო კავშირი მობილური ტელეფონით ქოლ ცენტრის ნომრის გამოყენებით, ნებისმიერი ლოკაციიდან
კავშირი კურიერთან
აქტიური შეკვეთის შემთხვევაში შემკვეთის ავტომატური დაკავშირება მომსახურე კურიერთან
კავშირი შემკვეთთან
ავტომატური სატელეფონო კავშირი შემკვეთსა და კურიერს შორის ქოლ ცენტრის ნომრის მეშვეობით
როგორ მუშაობს
ავტომატური სატელეფონო კავშირის საშუალებით ყველა ზარი ცენტრალიზდება თქვენი/კომპანიის ქოლ ცენტრის სისტემაში. მათ შორის კურიერების პირადი მობილური ნომრებიდან შემკვეთებთან განხორციელებული ზარები. შესაბამისად შესაძლებელია ყველა ზარის მოძიება და მათი საუბრების ჩანაწერების მოსმენა. მომხმარებელს კი ეძლევა საშუალება მარტივად, ქოლ ცენტრის ნომერზე დარეკვით დაუკავშირდეს მის შეკვეათზე მომსახურე კურიერს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია მისი შეკვეთის შესახებ.
- სადაო საკითხების მარტივად გადაჭრის მექანიზმი საუბრების ჩაწერის მეშვეობით
- აქტიური ზარების დინამიკისა და მომსახურების ხანგრძლიობის მონიტორინგი რეალურ დროში
- კურიერების კომუნიკაციის შეფასება და მისი გაუმჯობესების შესაძლებლობა
- მომხმარებლებთან კომუნიკაცია ერთი ბრენდული ნომრით, ნებისმიერი ლოკაციიდან
აღნიშნული გადაწყვეტილებით სარგებლობს არა ერთი საშუალო და მსხვილი კომპანია. მათ შორის საკვების, წიგნების და სხვა პროდუქციის მიტანის სერვისები.
Contact Sales
Our Sales Team is ready to answer your questions !